უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში რუსული დრონების ბაზა გაანადგურა – ლიკვიდირებულია 20-მდე ოპერატორი


ავტორი
Front News საქართველო
19 აპრილს, საჰაერო ძალებმა წარმატებული დარტყმა განახორციელეს კურსკის რეგიონში ოკუპანტების ბაზაზე, საიდანაც თავდასხმის დრონების გაშვება ხდებოდა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
“2025 წლის 19 აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა კურსკის ოლქში წარმატებული დარტყმა განახორციელეს იმ ადგილზე, საიდანაც ხორციელდებოდა საოკუპაციო ძალების მიერ დრონების გაშვება.
ობიექტს მტერი იყენებდა დრონების მოსამზადებლად და გასაშვებად.
დარტყმის შედეგად დრონების 20-მდე ოპერატორი ლიკვიდირებულია. ჩვენი ეს დარტყმა არის ხელშესახები პასუხი მტრისთვის რუსეთის ქმედებებზე უკრაინის არმიის წინააღმდეგ“, – ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს