უკრაინულმა დრონებმა რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" კიდევ 13 გემი დააზიანეს

ავტორი
Front News საქართველო
18 ივლისის ღამეს, უკრაინულმა დრონებმა შავ და აზოვის ზღვებში რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტს" კიდევ ერთხელ დაარტყეს. ამჯერად, დაზიანებულია 13 გემი, - ინფორმაციას უკრაინის უპილოტო საჰაერო სისტემების ძალების მეთაურის რობერტ ბროვდი ("მადიარი“) ავრცელებს.
მწყობრიდან გამოვიდა - 8 მშრალი ტვირთმზიდი გემი, 1 ნავთობტანკერი, 1 გაზმზიდი ტანკერი, 1 საზღვაო ბუქსირი და 2 მცურავი ამწე.
საერთო ჯამში, ოპერაციის 13 დღის განმავლობაში (6 ივლისიდან დღემდე) უკრაინულმა დრონებმა რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის“ 172 გემს მიაყენეს სხვადასხვა სიმძიმის დარტყმა - 118-ს აზოვის ზღვაში, 54-ს შავ ზღვაში.
"მიზანი უცვლელი რჩება: სანქციების გვერდის ავლით ნავთობის, საწვავის და ტვირთის ლოგისტიკის შეჩერება. ჩვენ ყველა თვითმავალი გემს ზღვაში მოტივტივე, ბრმა და ყრუ ბარჟად ვაქცევთ; ჩვენი მიზანი არ არის აკვატორიის ნავთობის ლაქებით დაბინძურება, შესაბამისად, არანაირი ხვრელები", - აღნიშნავს "მადიარი".





