
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის თავდაცვის ძალებმა 4 ივლისის ღამეს სანქტ-პეტერბურგში ნავთობტერმინალს დაარტყეს. ობიექტზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების პრესსამსახური ავრცელებენ.
"უკრაინის თავდაცვის ძალებმა პორტის ნავთობის ინფრასტრუქტურას დაარტყეს, რომელიც რუსეთის ომისთვის ფულს გამოიმუშავებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე დარტყმები განხორციელდა კრონშტადტის პორტზე, მნიშვნელოვან სამხედრო სამიზნეზე, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 850 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს.
სპეციალური ოპერაციების ძალებმა განმარტეს, რომ ობიექტზე რამდენიმე დრონის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ხანძარი მძვინვარებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს