ვახო სანაიამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

ავტორი
Front News საქართველო
ჟურნალისტმა ვახო სანაიამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.
ჟურნალისტს მცხეთის იზოლატორთან ოჯახის წევრები და კოლეგები დახვდნენ.
"რეჟიმი განწირულია, ვერანაირი პატიმრობა და ვერანაირი ჯარიმა ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს. პროტესტს ისევ გავაგრძელებ”, - განაცხადა ვახო სანაიამ.
"ფორმულას" წამყვან ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეუფარდეს.
თაგები:
ვახო სანაია




