Logo

ვახტანგ გომელაური პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

სამართალი
529
Frontnews image description

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური გენერალურ პროკურატურაში მივიდა. ის ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოიკითხება. 

როგორც გომელაურმა პროკურატურაში შესვლამდე აღნიშნა, ის ჩორჩანაში საგუშაგოს გაკეთების წინააღმდეგი იყო.

ვახტანგ გომელაური იმ დროს, 2019 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შედეგად განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული საკითხები პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 11 ივნისს განიხილა. 

Advertisement