ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ავტორი
Frontnews საქართველო
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ვალტონენი აღნიშნავს, ფინეთი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
"2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის შემდეგ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული რჩება, ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – წერს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.
თაგები:
ელინა ვალტონენი




