ზაალ ანჯაფარიძე - ამ საინფორმაციო ნაღმის შემოგდება არის წმინდა წყლის პროვოკაცია

ავტორი
Front News საქართველო
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმიანება.
მისივე თქმით, გასარკვევი გაირკვევა, თუ რა თქმა უნდა, უკრაინულმა მხარემ ითანამშრომლა საქართველოსთან და არ მოიქცა ისე, როგორც აქამდე იქცეოდა.
"იმედია, გასარკვევი გაირკვევა, თუ რა თქმა უნდა უკრაინულმა მხარემ ითანამშრომლა საქართველოსთან და არ მოიქცა ისე, როგორც აქამდე იქცეოდა. რუსეთთან სანქციების რეჟიმის დარღვევას გვაბრალებდნენ და როცა მტკიცებულებებს სთხოვდნენ, ცხვირს იბზუებდნენ. ვშიშობ ახლაც ასე მოხდება.
ამ საინფორმაციო ნაღმის შემოგდება არის წმინდა წყლის პროვოკაცია, და ის რომ ადგილობრივმა უსამშობლოებმა მყისიერად აიტაცეს და უკრაინას საქართველოს დაბომბვას სთხოვენ, ეს არის სწორედ მათი კლინიკური დიაგნოზი, რომელსაც უკვე ვერაფერი უმკურნალებს“, - წერს ანჯაფარიძე.
თაგები:
ზაალ ანჯაფარიძე




