Logo

ზელენსკი და ტრამპი თეთრ სახლში, დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ

უკრაინა
66
Frontnews
ზელენსკი და ტრამპი თეთრ სახლში, დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ

უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტები ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შეხვდნენ. მათი საუბრის მთავარი თემები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ომის მშვიდობიანი მოგვარება იყო.

მოლაპარაკებებში უკრაინის ნომერ პირველი პრიორიტეტი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა, მათ შორის რაკეტები Patriot-სთვის.

"ნომერ პირველი პრიორიტეტი ანტიბალისტიკური რაკეტები და ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობაა“, - განაცხადა დღეს დილით ზელენსკიმ.

ორი ქვეყნის ლიდერი განიხილავს სამშვიდობო პროცესს, დრონების შესახებ შეთანხმებას და უკრაინაში პატრიოტის (Patriot) საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოების ლიცენზიას.

დღესვე, მოგვიანებით, პრეზიდენტები დაესწრებიან სენატორ ლინდსი გრემის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას.

ზელენსკი ასევე გეგმავს 100-ვე ამერიკელ სენატორთან შეხვედრას. ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი ისაუბრებს სენატორებთან, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტის თანაავტორები არიან.

ტრამპი დღესვე მიიღებს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით კი, ზელენსკი ასევე შეხვდება ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები