
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ ცის დასაცავად კანადისგან დიდი დახმარების პაკეტი მიიღო, მალე მოსალოდნელია დამატებითი თავდაცვითი საშუალებების მიღებაც, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანკარაში კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან შეხვედრისას განაცხადა.
"ამჟამად საჰაერო თავდაცვის დიდი, შესაძლოა, ყველაზე დიდი დეფიციტიც კი გვაქვს. ამასობაში, კანადიდან საჰაერო თავდაცვის დახმარების დიდი პაკეტი მივიღეთ. ამისთვის თქვენი მადლიერები ვართ და კარგია, რომ სხვა ახალი ელემენტები უკვე გზაშია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
კანადის პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა სამხედრო აღჭურვილობის, საბრძოლო მასალის და საჰაერო თავდაცვის სისტემების პაკეტის შესახებ, რომლის ღირებულება თითქმის 900 მილიონი დოლარია.
კარნიმ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ენერგეტიკის სექტორში, განსაკუთრებით გათბობის სეზონის წინ და ასევე დაეხმარება მას აღდგენასა და ევროპულ და გლობალურ ეკონომიკებში ინტეგრაციაში.
"მე ძალიან მადლიერი ვარ კანადის ახალი დახმარების პაკეტისთვის - ძალიან ძლიერი პაკეტისთვის, რომლის ჯამური ღირებულება 900 მილიონი დოლარია. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვმუშაობთ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდაზე. სიცოცხლის დაცვა უმნიშვნელოვანესია და რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტებით, სხვა რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული თავდასხმები ტერორიზმია, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან ერთად უნდა დავძლიოთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს