ზელენსკი - მადლობა ყველაფრისთვის, რასაც ერთად ვაკეთებთ უკრაინელების სიცოცხლის დასაცავად და მშვიდობის მისაღწევად

ავტორი
Front News საქართველო
კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ოვალურ კაბინეტში. მადლობა ყველაფრისთვის, რასაც ერთად ვაკეთებთ უკრაინელების სიცოცხლის დასაცავად და მშვიდობის მისაღწევად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
"პირველ რიგში, პრეზიდენტ ტრამპს მივუსამძიმრე ლინდსი გრეჰემის გარდაცვალების გამო. ის უკრაინის ნამდვილი მეგობარი იყო.
პრეზიდენტთან ერთად განვიხილეთ Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიები და რამდენიმე სხვა იდეა, რაც შეიძლება დაგვეხმაროს. ასევე ვისაუბრეთ დიპლომატიაზე - მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიური პროცესი განახლდეს.
ჩვენი გუნდები შემდგომი კომუნიკაციის დეტალებს შეათანხმებენ. მადლობელი ვარ აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერისთვის", - წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონს დღეს ეწვია. ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე მონაწილეობას მიიღებს სენატორ ლინდსი გრემთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში.
დღესვე პრეზიდენტი 100-ვე ამერიკელ სენატორს შეხვდება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტს განიხილავს.





