ზელენსკი – მხოლოდ ნაძირალას შეუძლია ასე მოქცევა, ლაპარაკს არასდროს შეუჩერებია ბალისტიკური რაკეტები და საავიაციო ბომბები


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ სუმში რუსეთის მხრიდან ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შემდეგ შეერთებულ შტატებსა და ევროპას ტერორიზმზე მკაცრი რეაქციისკენ მოუწოდა.
“მხოლოდ ნაძირალას შეუძლია ასე მოქცევა, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის სიცოცხლის წართმევა. სამძიმარს ვუცხადებ ახლობლებს. ამჟამად გრძელდება სამაშველო ოპერაცია. ყველა საჭირო სამსახური მუშაობს. საჭიროა მსოფლიოს მკაცრი რეაქცია. შეერთებული შტატების, ევროპის – ყველასი მსოფლიოში, ვისაც სურს ამ ომისა და მკვლელობების დასრულება.
აგრესორზე ზეწოლის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია. ლაპარაკს არასდროს შეუჩერებია ბალისტიკური რაკეტები და საავიაციო ბომბები. საჭიროა რუსეთის მიმართ ისეთი დამოკიდებულება, როგორსაც ტერორისტი იმსახურებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად ამ დროისთვის 31 ადამიანია დაღუპული, მათ შორის ორი ბავშვია, დაშავდა 83.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს