Logo

ზელენსკი - მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეაჩერონ მკვლელობები, მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო

უკრაინა
571
Frontnews image description

რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ქალაქებზე ახალი დარტყმები კრემლის მიერ განზრახ ჩადენილი დანაშაული და ომის გახანგრძლივების მცდელობაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ასეთი მკვლელობები ახლა, როდესაც ნამდვილი დიპლომატია შეიძლებოდა დიდი ხნის წინ დაწყებულიყო, განზრახ დანაშაული და ომის გახანგრძლივებაა“, - წერს ზელენსკი.

მან გაიხსენა, რომ ვაშინგტონმა არაერთხელ გააკეთა განცხადებები შესაძლო სანქციების შესახებ მოლაპარაკებებზე უარის თქმის შემთხვევაში. მან ასევე აღნიშნა პარიზში მიღწეული ყველა შეთანხმების შესრულების აუცილებლობა.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ელის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილების შესრულებას. მისივე თქმით, თითოეული დამატებითი სისტემა „იცავს მშვიდობიან მოსახლეობას ამ საზიზღარი დარტყმებისგან“.

"მსოფლიოს შეუძლია კრემლის დამნაშავეებს მკვლელობების შეწყვეტა აიძულოს, ამისთვის მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო. მადლობა ყველას, ვინც დახმარებას გვიწევს“, - წერს ზელენსკი.

რუსებმა უკრაინის ქალაქებზე ღამის განმავლობაში 800-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის თავდასხმის დრონი და რაკეტა გაუშვეს.

კრემენჩუკი, დნეპრი, ოდესა, კიევი, კრივოი-როგი და უკრაინის სხვა ქალაქები თავდასხმის ქვეშ იყვნენ.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე რუსულმა დრონმა უკრაინასა და ბელარუსს შორის საზღვარი გადაკვეთა.

Advertisement