Logo

ზელენსკი - რუსეთი ბალისტიკური რაკეტების წარმოების გაფართოებას გეგმავს, ჩვენ ამას დავუპირისპირდებით

უკრაინა
296
Frontnews
ზელენსკი - რუსეთი ბალისტიკური რაკეტების წარმოების გაფართოებას გეგმავს, ჩვენ ამას დავუპირისპირდებით

რუსეთი ბალისტიკური რაკეტების წარმოების მასშტაბის გაზრდას გეგმავს. უკრაინა კრემლის გეგმებს დაუპირისპირდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ჩვენ ახლა გვაქვს განახლებული მონაცემებიც რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტების წარმოებისა და ამ წარმოების გაფართოების გეგმების შესახებ. ჩვენ ამას დავუპირისპირდებით და მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში შესაბამისი სანქციების მხარდაჭერა გვქონდეს", - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სრულად უნდა დაიბლოკოს იმ კომპონენტების, აღჭურვილობისა და ტექნიკის მიწოდება, რომლებსაც აგრესორი ქვეყანა რაკეტების წარმოებისთვის იყენებს.

"ეს ჩვენი პარტნიორების პასუხისმგებლობაა: უცხოური კომპონენტების გარეშე რუსებს არ შეუძლიათ თავიანთი სარაკეტო პროგრამის არცერთი პუნქტის განხორციელება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები