Logo

ზელენსკიმ უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის პირველი სამმხრივი შეხვედრა დააანონსა

უკრაინა
288
Frontnews image description

უკრაინა, აშშ და რუსეთი ტექნიკურ დონეზე პირველ სამმხრივ შეხვედრას გამართავენ. ის უახლოეს დღეებში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, 22 იანვარს, ამერიკული დელეგაცია მოსკოვში გაემგზავრება. აშშ-ის ოფიციალური პირები ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებზე გამგზავრებამდე ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას ელოდნენ.

"ახლა კი ისინი გაემგზავრებიან და ჩემი გუნდი ამერიკულ გუნდს შეხვდება და ვფიქრობ, ეს იქნება პირველი სამმხრივი შეხვედრა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ვფიქრობ, რომ ეს ხვალ და ზეგ გაიმართება. დიახ, ეს იქნება ორდღიანი შეხვედრა.

ვფიქრობ ეს კარგია, თუ ტაქტიკურ დონეზე სამუშაო ჯგუფები დაიწყებენ სამმხრივ შეხვედრებს. იმედი მაქვს, ვიპოვით რამეს. რუსები მზად უნდა იყვნენ კომპრომისებისთვის. ყველა უნდა იყოს მზად კომპრომისებისთვის, მხოლოდ უკრაინა არა. ვნახოთ, რა იქნება შედეგი, ეს უკეთესია, ვიდრე საერთოდ არ გქონდეს დიალოგი", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, როგორც უკრაინა, ასევე რუსეთი ამჟამად რთულ მდგომარეობაში არიან. კერძოდ, რუსული დარტყმების შედეგად ბევრი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, თუმცა რუსებიც იღებენ პასუხს მათ თავდასხმებზე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები