ზელენსკი - უკრაინელი დიპლომატები ჩვენი მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად მუშაობენ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ მას რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის მოქალაქეების სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
"მინისტრმა მაცნობა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით სიტუაციის შესახებ, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიიდან ფაქტობრივად „ყრიან“ დოკუმენტების გარეშე უკრაინისა და ქართული მხარის გაფრთხილების გარეშე. კერძოდ, ეს არიან უკრაინის მოქალაქეები, რომლებსაც რუსები უშვებენ რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ციხეებიდან და კოლონიებიდან.
უკრაინელი დიპლომატები ჩვენი მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად მუშაობენ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს