ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ავტორი
Frontnews საქართველო
სამეგრელოში ავტოავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კახათში დღეს მოხდა.
მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი ღობეს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილში მყოფი ორივე პირი დაიღუპა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
თაგები:
ავტოსაგზაო შემთხვევა




