ზუგდიდში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი დათო კოდუაა, ჩხოროწყუში ჯუმბერ იზორია, მარტვილში გიორგი ნაჭყებია, წალენჯიხაში - გუბა საჯაია


ავტორი
Front News საქართველო
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინა.
ფოთში, ხობში, სენაკში, აბაშასა და მესტიაში, „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ მოქმედი მერები წარადგინა. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ მუნიციპალიტეტს, ზუგდიდში დათო კოდუა, ჩხოროწყუში ჯუმბერ იზორია, მარტვილში გიორგი ნაჭყებია და წალენჯიხაში გუბა საჯაია არიან წარდგენილი.
"სამეგრელო-ზემო სვანეთში მოქმედ მერებს წარვადგენთ 9-დან 5 მუნიციპალიტეტში. ესენია: ფოთში: ბექა ვაჭარაძე, ხობში: დავით ბუკია, სენაკში: ვახტანგ გადელია, აბაშაში: გიგა გაბელაია, მესტიაში: კაპიტონ ჟორჟოლიანი.
ზუგდიდში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება საქართველოს პარლამენტის წევრი - დათო კოდუა; ჩხოროწყუში ყოფილი პარლამენტარი - ჯუმბერ იზორია; მარტვილში წარმატებული მეწარმე - გიორგი ნაჭყებია; ხოლო წალენჯიხაში წარმატებული საჯარო მოსამსახურე - გუბა საჯაია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ქართული ოცნება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს