
ავტორი
Front News საქართველო
ბევრი გაბრაზებული მოქალაქე მოდის, ბევრი ავსებს კითხვარს, ჯამში, საკმაოდ კარგი პროცესი არის, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყოველდღიურად მეტი ადამიანია ინფორმირებული დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.
“რაც დავიწყეთ ეს კამპანია, ყოველ შემდეგ დღეს ბევრად უფრო მეტი დადებითი იგრძნობა მოქალაქეებისგან, მათ შორის ინფორმაციაც გაზრდილია, რომ 26-ში აქცია არის, დეტალებიც უფრო მეტმა იცის, რომ აქცია 19:00 საათზე დაიწყება თსუდან და გაგრძელდება პარლამენტის მიმართულებით.
ბევრი გაბრაზებული მოქალაქე მოდის, ბევრი ავსებს კითხვარს. ჯამში, საკმაოდ კარგი პროცესი არის“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
26 მაისს ოპოზიციის ალიანსი აქციას გეგმავს. მანამდე კი ისინი მოქალაქეებს ხვდებიან და ინფორმაციას აცნობენ.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს