
ავტორი
Front News საქართველო
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ხელშია და ამას ვერ მოკლავენ, შეუძლებელია, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ქვეყანაში მთავრობის გინება ყოველთვის იყო ჩვეულებრივი ამბავი და ამას ვერასდროს ვერ ჩაკლავენ.
"სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ხელშია და ამას ვერ მოკლავენ, შეუძლებელია. მე რომ ვიძახი ხოლმე, რომ საქართველო ვერ გახდება რუსეთი, ეგეც იგულისხმება.
ამ ქვეყანაში მთავრობის გინება ყოველთვის იყო ჩვეულებრივი ამბავი და ამას ვერასდროს ვერ ჩაკლავენ, არ გახდება ეს ქვეყანა თურქმენეთი, აშხაბადი არ იქნება თბილისი, გამორიცხულია. ამ ბანერის გამო თუ დაიჭერენ, სხვა ბანერს გამოიტანენ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის საკრებულოსთან აქციის დროს დაკავებული მოქალაქეების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს