Logo

ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ის ციხეს 4 თვეში დატოვებს

სამართალი
445
Frontnews image description

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დაკავებულ ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. 

ის ციხეს 4 თვეში პირობითი მსჯავრის და 5 ათას ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ დატოვებს.

საპროცესო გარიგების მოთხოვნით ზვიადაურმა საგამოძიებო უწყებას თავად მიმართა.

ზურაბ ზვიადაური სამართალდამცველებმა 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ოლიმპიურ ჩემპიონს ბრალდება 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით წარუდგინა, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ოლიმპიური ჩემპიონი და "ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი 2021 წელს წინანდალში 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობის საქმეზე დააკავეს. რამდენიმე თვეში მან საპატიმრო 50 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები