უკრაინულმა ბორტმა ქაბულიდან უკრაინის, ნიდერლანდების, ბელარუსის, ხორვატიის და ავღანეთის მოქალაქეები გამოიყვანა

უკრაინულმა ბორტმა ქაბულიდან უკრაინის 30-ზე მეტი მოქალაქე გამოიყვანა. პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, ისინი მალე უსაფრთხოდ იქნებიან.

"უკრაინა ყოველთვის ეხმარება თავის მოქალაქეებს, რაც არ უნდა ხდებოდეს მსოფლიოში", - წერს ზელენსკის "ტვიტერზე".

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას ინფორმაციით კი, უკრაინული თვითმფრინავის ბორტით ავღანეთი დატოვეს არა მხოლოდ უკრაინელებმა, არამედ ნიდერლანდების, ბელარუსის, ხორვატიისა და ავღანეთის მოქალაქეებმა.

"ახლა ისინი უსაფრთხოდ არიან. უკრაინა არასოდეს ტოვებს თავის ხალხს და ეხმარება სხვებს, მომართვის შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებთ თანამემამულეების და უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასახმარებლად", - წერს კულება "ტვიტერზე".
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ავღანეთში საქართველოს 23 მოქალაქე იმყოფება.

„სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მყისიერად ჩაერთო საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის სამუშაო პროცესში. კომუნიკაცია დამყარდა როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე დამსაქმებელ კომპანიასთან. მათ შორის, ამჟამადაც ვიმყოფებით აქტიურ კომუნიკაციაში უკრაინულ მხარესთან, რათა მოხდეს მათი საჰაერო ბორტით ჩვენი მოქალქეების ევაკუაცია ავღანეთიდან, რისთვისაც ქართული მხარე დიდ მადლობას უხდის უკრაინის საგარეო უწყებას“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

"თალიბები" ქაბულში 15 აგვისტოს შევიდნენ, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა. ამ დროისთვის "თალიბები" ავღანეთის დიდ ნაწილს უკვე აკონტროლებენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები