ნეთანიაჰუ - დავიცავთ თავს ყოველგვარი საფრთხისგან და ამას გავაკეთებთ ცივსისხლიანად და მტკიცედ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობას მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"ჩვენი თავდაცვის სისტემები განლაგებულია და მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვაში, ასევე შეტევაში. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია, IDF ძლიერია, საზოგადოება ძლიერია.

ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და მრავალი სხვა ქვეყნის მხარდაჭერას და გვერდში დგომას.

ვიცი, რომ თქვენც, ისრაელის მოქალაქეები, სიმშვიდეს ინარჩუნებთ. მოგიწოდებთ, მოუსმინოთ შიდა ფრონტის სარდლობის დირექტივებს. ერთად ვდგავართ და ღვთის დახმარებით, ერთად დავამარცხებთ ჩვენს ყველა მტერს.

დავარტყამთ ნებისმიერს, ვინც დაგვარტყამს. დავიცავთ თავს ყოველგვარი საფრთხისგან და ამას გავაკეთებთ ცივსისხლიანად და მტკიცედ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით დრონი გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები