ეუთო/ოდირი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას რამდენიმე გამოკითხული პოლიტიკურ ლანდშაფტს აღწერს, როგორც უაღრესად პოლარიზებულს, ხოლო დისკურსს აგრესიულს, ხშირია ბრალდებები დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ საქართველოს 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.

"კონკურენტების უმეტესობას არ გამოუთქვამთ შეშფოთება მათი კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესახებ, მათ შორის უმცირესობათა ენებზე. ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას რამდენიმე გამოკითხული აღწერს პოლიტიკურ ლანდშაფტს, როგორც უაღრესად პოლარიზებულს, ხოლო დისკურსს აგრესიულს, ხშირია ბრალდებები დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას ოპოზიციური პარტიების უმეტესობა აცხადებს, რომ პოლიტიკური გარემო უპირატესობას მმართველ პარტიას უკანონოდ ანიჭებს. „მათ შორის საარჩევნო შემოწირულობების ხელმისაწვდომობის მხრივ და გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში რიგი სოციალური და ეკონომიკური პროექტების დაწყებამ კიდევ უფრო გაართულა ეს საკითხი“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს არჩევნების დანიშვნის შემდეგ სოციალური და ეკონომიკური პროექტების დაწყებას, მთავრობა ირწმუნება, რომ პროექტები დაიწყო არჩევნების გამოცხადებამდე. შუალედურ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მედიაგარემო არის მრავალფეროვანი, თუმცა „ძლიერ დამოკიდებული ბიზნეს ან პოლიტიკურ ინტერესებზე და ძირითადად ასახავს პოლარიზაციას მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის“.

"ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიასთან საუბარში ზოგიერთმა შეშფოთება გამოთქვა მედია გარემოს გაუარესების, ჟურნალისტების წინააღმდეგ სავარაუდო დაშინებისა და ძალადობის შემთხვევების გამო. საარჩევნო კოდექსი მოითხოვს მაუწყებლებისგან, უზრუნველყონ კამპანიის სამართლიანი და მიუკერძოებელი გაშუქება”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის მუნიციპალურ არჩევნებზე დამკვირვებლად 64 ადგილობრივი და 29 საერთაშორისო ორგანიზაცია დარეგისტრირდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები