"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" - შეწყვიტეთ სიტყვიერი თავდასხმები და აგრესიის წახალისება ჟურნალისტების მიმართ

"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" წევრი ორგანიზაციები დღეს მედიის წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლის და თავდასხმის ფაქტებს ეხმაურებიან და  მოუწოდებენ საარჩევნო სუბიექტებს და მათ წარმომადგენლებს დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა და არ შეუშალონ ხელი  ჟურნალისტებს და ოპერატორებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. 

როგორც "კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" განცხადებაშია აღნიშნული, დღეს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გაშუქებისას 16:00 საათამდე დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ჟურნალისტებს და ოპერატორებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად შეესრულებინათ მათი პროფესიული მოვალეობა. მათ შორის, მმართველი პარტიის წარმომადგენლები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მათ “აქტივისტებს” “ზონდერებს” “დეზინფორმატორებსა” და “ოპოზიციის წარმომადგენლებს” უწოდებდნენ. 

თავდასხმის ობიექტები გახდნენ ტელეკომპანია "პირველის", ტელეკომპანია „ფორმულას", ტელეკომპანია "მთავარი არხის"  ონლაინ გამოცემა  "On.ge"-ს, ტელეკომპანია „TV 25"-ის, ონლაინ გამოცემა „New Press" -ის გადამღები ჯგუფები.

კოალიციაში აღნიშნავენ, რომ ასევე ქარელის მუნიციპალიტეტში, მეორე საარჩევნო უბანთან “TV მონიტორინგის” ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა. "TV მონიტორინგის” დირექტორის ინფორმაციით, პარტიამ თავისი წარმომადგენელი გაიწვია საარჩევნო უბნიდან.  

"კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ საარჩევნო სუბიექტებს და მათ წარმომადგენლებს, დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა და არ შეუშალონ ხელი  ჟურნალისტებს და ოპერატორებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. 

მივმართავთ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, შეწყვიტონ სიტყვიერი თავდასხმები და აგრესიის წახალისება ჟურნალისტების მიმართ.

მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება  ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის შემთხვევებზე", - აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები