"დამოუკიდებელი მედია მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", შეწყვიტოს თავდასხმა თავისუფლებაზე"

დამოუკიდებელი ონლაინ მედიები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა წარდგენასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოგვატყუა და მწვავე სახალხო პროტესტის შედეგად, 1 წლის წინ ჩაგდებული რუსული კანონი წინასაარჩევნოდ უკან დააბრუნა. რუსული კანონის მთავარი მიზანია დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების განადგურება, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, ტოტალური კონტროლის დამყარება საზოგადოებრივ აზრზე. იმ მედიის გაქრობა, რომელიც ხელისუფლებას მუდმივად ამხელს კორუფციაში, ნეპოტიზმში, სიღატაკეში, ადამიანის უფლებების დარღვევაში, დაპირებების შეუსრულებლობაში.

"ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული კანონი გარიყავს ჩვენს ქვეყანას ევროპული ოჯახიდან, ასამარებს დასავლურ მომავალს.

რუსულმა კანონი რუსეთში უკვე გაანადგურა დამოუკიდებელი მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ჩაახშო კრიტიკული აზრი, რუსი ჟურნალისტები და აქტივისტები დააპატიმრეს, მოკლეს და ვინც ცოცხალი გადარჩა ქვეყნიდან განდევნეს. რეჟიმის წინაშე, რუსეთის საზოგადოება დარჩა სრულიად დაუცველი.

ჩვენ არ დავუშვებთ რუსული კანონის მიღებას, ბოლომდე გავუწევთ მას წინააღმდეგობას და დამოუკიდებელი მედია მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", შეწყვიტოს თავდასხმა თავისუფლებაზე", - აცხადებენ ჟურნალისტები.

მსგავსი სიახლეები