Human Rights Watch-მა 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. 

ანგარიშის მიხედვით, 2021 წელი საქართველოსთვის უკუსვლის წელი იყო ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. 

საქართველოს შესახებ თავში 5 ივლისის ძალადობის, ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენების, ასევე, ნიკა მელიას დაკავებისა და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შესახებ არის საუბარი.

"5 ივლისს, დაგეგმილი სიამაყის მარშის წინააღმდეგ ჰომოფობიური ძალადობის ფონზე, სიძულვილის ჯგუფებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თბილისში მინიმუმ 53 მედიის თანამშრომელს,  თავდამსხმელებმა გაანადგურეს მედიის ტექნიკა. რამდენიმე ჟურნალისტმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო და ხანმოკლე ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

როგორც ჩანს, პოლიცია იმყოფებოდა ადგილზე, მაგრამ ძალადობრივი ინციდენტების აღკვეთა ვერ მოხერხდა", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ორგანიზაცია ცალკე გამოჰყოფს გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმეს და აღნიშნავს, რომ მას მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა, ჩაუტარდა ოპერაცია, ორი დღის შემდეგ კი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

"გარდაცვლილი ლაშქარავას ნახვიდან მეორე დღეს, სანამ სიკვდილის მიზეზი სრულად დადგინდებოდა, ხელისუფლებამ საჯაროდ განაცხადა, რომ ის გარდაიცვალა ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზირებით, სისხლის ანალიზის "შუალედური სასამართლო ექსპერტიზის" საფუძველზე. დაწერის მომენტში სასამართლო ექსპერტიზის საბოლოო შედეგები არ გამოქვეყნებულა. ლაშქარავას ოჯახმა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა ეჭვქვეშ დააყენეს ნაჩქარევი დასკვნები. პოლიციამ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო", - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ცალკეა გამოყოფილი კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ "მთავარი არხის" ჟურნალისტის ემა გოგოხიასთვის მიკროფონის წართმევა, რომელიც გარკვეული პერიოდის მანძილზე არ დაუბრუნებია.

ანგარიშში მოხვდა "ფორმულას" ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაც, რომლის გამოც 3 ადამიანი დააკავეს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები