ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, - ამის შესახებ  კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე აცხადებს.

მისი თქმით, ამ დროისათვის მძიმეა 3 ჩვილის მდგომარეობა, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. 

"კლინიკაში მომართვიანობა ერთი კვირის განმავლობაში ძალიან მომატებულია. კლინიკაში ამჟამად 150-ზე მეტი პაციენტი იმყოფება. რეანიმაციაში 20 პაციენტია, საიდანაც 3 მართვით სუნთქვაზეა.

სიმპტომები არის ცხელება, რომელიც შეუპოვარია და არ ემორჩილება სიცხის დამწევ საშუალებებს, ცხვირის გაჭედილობა, ცხვირიდან გამონადენი, ყელის ტკივილი, მოზრდილ ბავშვებში თავის ტკივილი.

უნდა გავითალისწინოთ,  რომ ომიკრონი ადვილად გადამდებია და მისი სამიზნე განსაკუთრებით აღმოჩნდნენ ბავშვები და ახალგაზრდა ასაკის ადამიანები", - განაცხადა მაია ჩხაიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები