გიგა ლემონჯავა - ღარიბაშვილის სიტყვები არის აღიარება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო ემართა ვაქცინაციის პროცესი და ზოგადად COVID-19

პარტია „დროას“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიგა ლემონჯავამ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. 

"დღეს, მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: ომიკრონის დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინაცია არ მუშაობს, ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება ომიკრონი. ჩვენ გვინდა ვუთხრათ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ინფიცირების დღიური მაჩვენებელი საქართველოში 20 ათასია, ხოლო გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი 40 ადამიანი. სწორედ ამ ფონზე, აკეთებს აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პრემიერ მინისტრი. ოფიციალური სტატისტიკით, ვაქცინირებულ პირებში ომიკრონი 8-ჯერ ნაკლებია ვიდრე, არავაქცინირებულებში. ასევე, გაცილებით დაბალია გარდაცვალების მაჩვენებელი ვაქცინირებულ პირებში, ვიდრე არავაქცინირებულებში. ეს არის ოფიციალური სტატისტიკა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ის რაც, ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომაზე განაცხადა იძებნება მითებში, პირველივე გვერდზე. ის, რომ ვაქცინა არ მუშაობას ომიკრონის შემთხვევებში ეს არის მითი. ჩვენ გვინდა, საქართველოს მოქალაქეებს მივაწოდოთ ფაქტებზე დაფუძნებული ოფიციალური, ობიექტური ინფორმაციები. ასევე, მაშინ როდესაც საქართველოს პრემიერ მინისტრი თავად უნდა იყოს სტიმული მოქალაქეებისთვის და აქტიურად ჩაერთოს პროვაქსერულ კამპანიებში, მან თავად განაცხადა, რომ ის პირადად წარმოადგენს მაგალითს, რომ ვაქცინა ომიკრონის შემთხვევაში არ მუშაობს. ეს კი, ჩვენი შეფასებით დანაშაულის ტოლფასია. ასევე, ეს განცხადება შეიცავს ძალიან მაღალ რისკებს და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ პრემიერ მინისტრის სიტყვების შემდეგ აცრის მაჩვენებელი კიდევ უფრო დაიკლებს. მაშინ, როდესაც ტემპი ვაქცინაციის ძალიან დაბალია. 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს განცხადება ემსახურება ორ ძირითად მიზანს. უპირველესად, ეს არის დეზინფორმაციის შემცველი პოპულიზმი, რომელიც ემსახურება ანტი-ვაქსერული განწყობების მქონე საქართველოს მოქალაქეების გულის მოგებას, ამას კი მხოლოდ ელექტორალური დანიშნულება აქვს. მეორეს მხრივ, ღარიბაშვილის სიტყვები არის აღიარება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო ემართა ვაქცინაციის პროცესი და ზოგადად COVID-19. ამას ადასტურებს ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში აცრილი ადამიანების რაოდენობა დაბალია მსოფლიოს მასშტაბით. 

ჩვენ გვინდა, საქართველოს მოქალაქეებს მივმართოთ და ვუთხრათ, რომ ვაქცინაცია ეს არის ერთადერთი გზა დავძლიოთ კოვიდ პანდემია საქართველოში", - განაცხადა ლემონჯავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები