იაპონია რუსეთს სანქციებს უწესებს

იაპონია რუსეთს სანქციებს უწესებს

უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო, იაპონია რუსეთს სანქციებს უწესებს, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდამ განაცხადა.

მისივე თქმით, იაპონიის მიერ დაწესებული სანქციები მოიცავს იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვების აკრძალვას და გარკვეული პირების აქტივების გაყინვას, ასევე მათი იაპონიაში მოგზაურობის შეზღუდვას.

"რუსეთის ქმედებები აშკარად ზიანს აყენებს უკრაინის სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაკრიტიკებთ ამ ნაბიჯებს და მკაცრად მოვუწოდებთ რუსეთს, დაუბრუნდეს დიპლომატიურ დისკუსიებს. ვითარება კვლავ საკმაოდ დაძაბულია და ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს“, - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.

ფუმიო კიშიდამ აღნიშნა, რომ სანქციების დეტალები უახლოეს დღეებში გამოცხადდება. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები