დავით დარჩიაშვილი - ეს ჰგავს სტალინის და ჰიტლერის დროის დისკურსებს, მაშინ "ხალხის მტერს" ეძახდნენ, ახლა ტერმინი "ომის პარტია“ შემოიღეს

მაშინ „ხალხის მტერს“ ეძახდნენ, ახლა ტერმინი „ომის პარტია“  შემოიღეს,  ხდება ყველასთვის იარლიყის ჩამოკიდება, რომ თვითონ  მუდამ იყვნენ ძალაუფლებაში, - ასე ეხმაურება ილიას უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩიაშვილი, „ქართული ოცნების“ ლიდერების  მიერ ოპონენტების „ომის პარტიად“ გამოცხადებას. 

მისი განმარტებით,  „ქართული ოცნება“ ადამიანების მანიპულაციას ეწევა, რაშიც ფაშისტური და კომუნისტური რეჟიმების პროპაგანდისტურ მეთოდებს იყენებს.  

"ქართული ოცნების“ „სახეეები“, რომლებიც ძალაუფლების პყრობის სურვილით  არიან სრულიად  შეპყრობილები და ამის გამო საზოგადოებრივ თუ ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესს არაფრად აგდებენ, როგორც თვითონ უნდათ,  ისე ჭრიან და კერავენ, სპეციალური სიტყვებით საზოგადოების მანიპულაციას ეწევიან, რომლის ნაწილი მართლაც მიძინებულია, რაც პრობლემას წარმოადგენს.  

რასაც ირაკლი კობახიძე საუბრობს, რა სიტყვათა წყობითაც ის გამოდის, "ომის პარტია“ დაარქვა ყველას, ვინც შეიძლება განსხვავებული აზრის მატარებელი იყოს,  ეს ჰგავს სტალინის და ჰიტლერის დროის დისკურსებს - შენი ოპონენტი, მაქსიმალურად წარმოადგინო როგორც სრულიად დეჰუმანიზებული ადამიანი. მაშინ „ხალხის მტერს“ ეძახდნენ ამას, ახლა ტერმინი „ომის პარტია“  შემოიღეს. ხდება ყველასთვის იარლიყის ჩამოკიდება, რომ თვითონ  მუდამ იყვნენ ძალაუფლებაში. ამის უკან რა გარიგებები ხდება ოლიგარქატთან, რა უზნეობა არის, ეს თითქოს მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია,  დაარქვა მეტოქეს „ომის პარტია“, ადამიანს სიკვდილამდე მივიყვანთ იმიტომ, რომ თქვენ ომის პარტია ხართ.  გებელსის ტექნოლოგიაა - მთავარია დააბრალო რაღაც საშინელება და აქვს ამას საფუძველი, არ აქვს, რა არგუმენტები მოგყავს, ამას მნიშვნელობა ეკარგება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.  

მისი თქმით, სანამ საზოგადოება მიხვდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საგანგაშოა,   მნიშვნელოვანია დასავლელი პარტნიორების ინფორმირება. 

"მიხეილ სააკაშვილი არის მათვის საძულველი პერსონაჟი,  რომლის ცუდად ყოფნა ამათ ახარებთ, სანამ დანარჩენი საზოგადოება მიხვდება, რომ არ შეიძლება ასეთი არაადამიანური დამოკიდებულება, თუნდაც მის მიმართ, ვისი სიძულვილიც გაქვს, მანამდე გამოსავალი არის დასავლეთის ჩართულობა.  სწორის ნაბიჯი გადადგა  დღეს „ნაციონალურიმა მოძრაობამ“ რომ მივიდა საელჩოებთან შეხვედარაზე.  ვფიქრობ,  დასავლელი დიპლომატები, ბევრად უფრო ადეკვატურად გაიგებენ,  რაც საქართველოში ხდება. ეს უკვე არის იმ ომის ნაწილი,  რომელსაც ეს კრემლური მონსტრი აწარმოებს  დასავლური თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები