გელა ვასაძე - კარგი იქნებოდა კანდიდატის სტატუსის მიღება, მაგრამ ასეთი უკუსვლის ფონზე რამდენად გამოგვადგება, ეს მეორე საკითხია

ამ სტატუსის მიღებით, პრაქტიკულად,  ახალს არაფერს ვიღებთ,  - უვიზო რეჟიმი გვაქვს, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ასოცირების ხელშეკრულება გვაქვს, მთავარი არ გვაქვს, დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება, - ამის შესახებ  Front News-ს  „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის - GSAC-ის“ მკვლევარმა გელა ვასაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსისათვის მზად არ არის, უკუსვლის ფონზე კი,  ამ სტატუსის მინიჭებას ხელისუფლება თავისი პოზიციების გამტკიცებისათვის გამოიყენებს.   

"საქართველო, რა თქმა უნდა,  არ არის მზად კანდიდატობისთვის, 2015- 2016 წლებში ჩვენ კიდევ უფრო უკეთესი მაჩვენებლები გვქონდა სხვადასხვა რეიტინგებით. მთავარი პრობლემა დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტეა და სამოქალაქო საზოგადოების არარსებობა. 

ერთი მხრივ, კარგი იქნებოდა კანდიდატის სტატუსის მიღება, მაგრამ ასეთი უკუსვლის ფონზე ამ სტატუსის მიღება  რამდენად გამოგვადგება, ეს მეორე საკითხია.  ნაცვლად იმისა, რომ ეს გახდეს  დემოკრატიული რეფორმების დამაჩქარებელი, შესაძლოა, ხელისუფლებამ პირიქით, თავისი პოზიციების გასაძლიერებლად და იმის მტკიცებისთვის გამოიყენოს, რომ მას ქვეყანა სწორი კურსით და ევროპისკენ მიყავს.  

ამასთან,  ამ სტატუსის მიღებით, პრაქტიკულად, ჩვენ ახალს არაფერს ვიღებთ,  იქედან გამომდინარე, რომ უვიზო რეჟიმი გვაქვს, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ასოცირების ხელშეკრეულება გვაქვს, მთავარი არ გვაქვს, დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება“, - განაცხადა ვასაძემ. 

მისი განმარტებით, დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას ქვეყანაში პოლიტიკური ნება და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა სჭირდება.  

„სამოქალაქო მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები არ არის სამოქალაქო საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოებას ქმნიან  მოქალაქეები, რომლებიც დადიან არჩევნებზე და ხმას აძლევს მისთვის მისაღებ პარტიას. ჩვენთან არჩევნების ბედს წყვეტს  ადმინისტრაციული რესურსი. ეს ნიშნავს,  რომ ჩვენ არ ვართ მზად დემოკრატიისთვის, არა მარტო იმიტომ, რომ ხელისუფლებას არ უნდა, საზოგადოებასაც ეს არ აინტერესებს“, - განაცხადა ვასაძემ. 

კითხვაზე,  დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტე არის თუ არა ჩრდილოვანი მმართველობის შედეგი, ვასაძე პასუხობს, რომ „ეს იმდენად აშკარაა, რომ ამაზე არავინ არ დავობს“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები