გელა ვასაძე - ძირითადი მასა ჩვენთან იმიტომ კი არ მოდის, რომ არ უნდათ უკრაინელებს ესროლონ, იმიტომ გამორბიან, რომ არ უნდათ უკრაინელებმა ესროლონ მათ

ძირითადი მასა ჩვენთან იმიტომ კი არ მოდის, რომ არ უნდათ უკრაინელებს  ესროლონ, იმიტომ გამორბიან, რომ არ უნდათ  უკრაინელებმა ესროლონ მათ,  -  ამის შესახებ  Front News-ს  საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის - GSAC-ის მკვლევარმა გელა ვასაძემ  რუსეთიდან შემოსული მიგრანტების შესახებ განუცხადა. 

მისი თქმით, საფრთხეები არსებობს და ვინც ამას ვერ ხედავს, სიტუაციას ვერ აფასებს. 

"ის, რაც ხდება მოსალოდნელი იყო. რა თქმა უნდა,  საფრთხე არსებობს, თუ ვინმესთვის საფრთხე არ არსებობს, ეჭვი მეპარება, რომ რელევანტურად აფასებს სიტუაციას. 

არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ ვართ საომარ მდგომარეობაში. 2008 წელს ზავი გვაქვს დადებული, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, აქედან გამომდინარე, არსებობს რეალური საფრთხე, მითუმეტეს, ვიცით რუსეთი რა პოლიტიკას ატარებს დღეს. 

ძირითადი მასა ჩვენთან იმიტომ კი არ მოდის, რომ არ უნდათ ომში წასვლა და  უკრაინელებს რომ ესროლონ, იმიტომ გამორბიან, რომ არ უნდათ,  უკრაინელებმა ესროლონ მათ. ეს მომენტია. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურად არამდგრადი მასა შემოდის ქვეყანაში. 

რაც მთავარია, მე რომ მქონდეს ჩემი ქვეყნის სპეცსამსახურების იმედი, მაშინ სხვა იქნებოდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს იმედი არ მაქვს, ფილტრაცია არ არსებობს. ვინ იტყვის, ვინ არიან, რამდენი ჯაშუშია, რამდენი დივერსანტია? თქვენ წარმოიდგინეთ თებერვალში კიევში რუსეთს დესანტი კი არ ჩაუსვამს, უკვე იყო იქ. 

იმ ფონზე, როდესაც ჩვენ სპეცსამსახურებს ერთი რუსი ჯაშუში არ გამოუვლენია,  არ მაქვს იმის გარანტია, რომ ჩვენი სპეცსამსახურები იმდენად ეფექტურად მუშაობენ, რომ გაფილტრავენ ამოდენა მასას“, - განაცხადა გელა ვასაძემ.

უახლესი ამბები