მირდატ ქამადაძე - ომი კი არავის უნდა, გვინდა, რომ ეს ქვეყანა კანონებით იმართებოდეს

ომი კი არავის უნდა, გვინდა, რომ ეს ქვეყანა კანონებით იმართებოდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა მირდატ ქამადაძემ ბათუმში სანქცირებული ნავთობის არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ განაცხადა.  

მისი თქმით, ეკონომიკის მინისტრის მიერ ფაქტის დადასტურება აღიარებაა იმის, რის შესახებაც ოპოზიცია და მედია საუბრობდა. 

"ოპოზიცია და კრიტიკული მედია მიუთითებდა, რომ  საქართველო გამოიყენებოდა რუსეთისათვის სანქციების გვერდით ავლაში. არაერთხელ გასაჯაროვდა ოპოზიციისგან, რომ ბათუმის პორტში შემოდიოდა რუსული დროშის  ქვეშ მცურავი გემები. როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ ეს არ შეეფერება სიმართლეს, თუმცა დღეს მას მოუწია აღიარება. ვნახეთ ჩვენ, რომ ხელისუფლებას უწევს ამ ფაქტის დადასტურება, უკრაინის ხელისუფლებაის  წარმომადგენლებიც ამაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ კონკრეტული მტკიცებულებები აქვთ, რაც გასაჯაროვდება უახლოეს ხანში. 

დღევანდელი აღიარება დადასტურებაა იმის, რომ როდესაც ამაზე საუბრობდა და "ქართული ოცნება" გვეუბნებოდა "ომი გინდათ“,  ომი კი არავის უნდა,  გვინდა, რომ ეს ქვეყანა იმართებოდეს კანონებით“, -  განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბათუმის ნავსადგურში  გემი  სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით შემოვიდა. მისივე თქმით,  საქართველოს საბაჟო ორგანოებს ასეთი ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუციათ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები