მირდატ ქამადაძე - როდესაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ ემსგავსები ადამიანს, ვინც ციხეში ჩაგსვა, მთლად ვაჟკაცურადაც ვერ მჯდარხარ

"ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლის მირდატ ქამადაძის განცხადებით, ნიკა მელიას მხარდამჭერი გუნდი თანამშრომლობას აპირებს ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან თუ ჯგუფთან, გამონაკლისის გარეშე.

"ქვეყანაში გვჭირდება თავისუფალი მართლმსაჯულება, ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და სამართლიანი არჩევნები. ამ სამ პრინციპს ვინც ეთანხმება, მე არავის არ ვეუბნები, ან ჩემ გვერდით დადგეს, ან ვინმეს გვერდით უნდა დავდგეთ, თუ ეს კომპლექსი კიდევ არის შემორჩენილი. დავდგეთ ქვეყნის ირგვლივ. ქვეყნის ნათელი მომავალი არის ევროპა. ევროპამ რომ მიგვიღოს, ეს სამი პუნქტია შესასრულებელი. ამის შესრულებას ვინც ეთანხმება, გამონაკლისის გარეშე, იმის მიუხედავად, წარსულში ვის ვისთან რა წყენა გვქონია, ეს ადამიანები უნდა დავდგეთ ერთად. სხვა ალტერნატივა არ არის. აქციას მხოლოდ მაშინ აქვს ეფექტი, თუ ეს კომპონენტიც არსებობს“, – განაცხადა ქამადაძემ.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი ციხეში პოლიტიკური ნიშნით იჯდა, მაგრამ თუ ის მართლა ქვეყანაზე შეყვარებული გულწრფელი პოლიტიკოსია, ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური მართლმსაჯულების დასასრულებლად უნდა ებრძოლა და პოლიტიკის კეთება იმ მეთოდებით არ უნდა დაეწყო, ანუ კულისებიდან მართვით, როგორც ამას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, ვინც ის ციხეში ჩასვა.

"როდესაც უკვე ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებისთვის კი არ იბრძვი, არამედ ემსგავსები იმ ადამიანს, ვინც ციხეში ჩაგსვა მაშინ, მთლად ვაჟკაცურადაც ვერ მჯდარხარ. ეს კითხვები ჩნდება. ვანო მერაბიშვილი უნდა გამოვიდეს საჯაროდ, მაგრამ არ გამოდის, იმიტომ, რომ კულისებიდან მართვა უნდა. კულისებიდან მართვის წინააღმდეგი ვარ“, – განაცხადა ქამადაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები