"პუტინს გადავაგდებთ და გავანადგურებთ!" - დუგინის შვილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ” აიღო

დუგინის შვილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ” აიღო, - ამის შესახებ "ეროვნული რესპუბლიკური არმიის" მანიფესტშია აღნიშნული.

"ჩვენ, რუსი აქტივისტები, მებრძოლები და პოლიტიკოსები, ეროვნული რესპუბლიკური არმიის რიგითი პარტიზანები და მეომრები, უკანონოდ მივიჩნევთ ომის წამომწყებებს, რუსი ხალხის ქურდებსა და მჩაგვრელებს!

ჩვენ პრეზიდენტ პუტინს ვაცხადებთ ხელისუფლების უზურპატორად და ომის დამნაშავედ, რომელმაც მოირგო კონსტიტუცია, გააჩაღა ძმათა მკვლელი ომი სლავ ხალხს შორის და რუსი ჯარისკაცები პირდაპირი და უაზრო სიკვდილის გზას გაუყენა. ზოგიერთისთვის სიღარიბე და კუბოები, სხვებისთვის კი სასახლეები – ეს მისი პოლიტიკის არსია. 

პუტინს გადავაგდებთ და გავანადგურებთ!

ჩვენი მიზანია, შევაჩეროთ რუსეთისა და მისი მეზობლების განადგურება.

რუსეთის ფედერაციის მთავრობისა და რეგიონული ადმინისტრაციების თანამდებობის პირებს უზურპატორის თანამზრახველებად ვაცხადებთ - ვინც არ გადადებს უფლებამოსილებას, ჩვენს მიერ განადგურდება.

ვაცხადებთ ბიზნესმენებს, რომლებიც ფულს შოულობენ კორუფციით და თანამდებობის პირებთან კავშირებით, სამშობლოს მოღალატეებად და უზურპატორის თანამზრახველებად. ვინც არ მოინანიებს და საჯაროდ არ ილაპარაკებს ამ ხელისუფლებისა და მისი ომის წინააღმდეგ, თავად განადგურდებიან ჩვენ მიერ.

უზურპატორის თანამზრახველებად ვაცხადებთ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებსაც. გავანადგურებთ მათ, ვინც იარაღს არ დადებს. 

გავანადგურებთ მათაც, ვინც ომით ფულს შოულობს. 

ჩვენ გვახსოვს რუსეთში სახლების დაბომბვა, რამაც პუტინი ხელისუფლებაში მოიყვანა. ვიცით, რომ რეჟიმი არცერთ ამაზრზენ დანაშაულზე არ გაჩერდება. და ჩვენ ვაცხადებთ: ჩვენ ვახორციელებთ ქმედებებს მხოლოდ ამ ძალაუფლების მქონე პირების წინააღმდეგ. სამოქალაქო ობიექტებსა და მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ დავესხმებით და თუ პუტინის უშიშროება პროვოკაციებს მოაწყობს და მსხვერპლს ჩვენ მოგვაწერს, არ დაუჯეროთ!

მოვუწოდებთ რუსეთის არმიის ჯარისკაცებს, შეწყვიტონ სროლა ჩვენს ძმებზე სხვა ქვეყნებიდან - საქართველოდან, სირიიდან და სხვა.

მოვუწოდებთ ყველა რუსს შეუერთდეს ჩვენს რიგებს და პუტინის ხელისუფლების მიერ შეურაცხყოფილი სამფერი დროშის ნაცვლად ახალი რუსეთის თეთრ-ლურჯ-თეთრი დროშა აღმართოს.

მოვუწოდებთ მათ, ვინც მზად არის ბრძოლა, მიბაძოს ჩვენს მაგალითს და დაამხოს ეს არაადამიანური, თვალთმაქცური და ანტიხალხური რეჟიმი!

მსოფლიო არ არის რუსეთის მტერი და რუსეთი არ არის კაცობრიობის მტერი და ამას ჩვენ საქმით დავამტკიცებთ.

ჩვენ დავიცავთ ყველას, ვინც მიჰყვება ჩვენს მოწოდებას.

ყველა, ვინც ახორციელებს ჩვენს პროგრამას რეჟიმის შეცვლამდე, თავისუფლდება უზურპატორის კანონმდებლობით პასუხისმგებლობისგან.

ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ჩვენ დაუყოვნებლივ გავათავისუფლებთ პუტინის ხელისუფლების მიერ უკანონოდ მსჯავრდებულებს.

ჩვენ მივცემთ თავისუფლებას რუსეთში მცხოვრებ ყველა ხალხს და ავაშენებთ ახალ საზოგადოებას - საზოგადოებას ოლიგარქების გარეშე, კორუფციის გარეშე, თანამდებობის პირების თვითნებობის გარეშე, სიღარიბის დამამცირებელი.

საზოგადოება, რომელშიც ყველა დაჯილდოვებულია თავისი საქმის მიხედვით. საზოგადოება ომებისა და ძალადობის გარეშე, საზოგადოება, რომელშიც ძალაუფლება იქნება ხალხის საკუთრება, სადაც მოქალაქეები თავად აირჩევენ ლიდერებს და თავად მოაწყობენ თავიანთი ქალაქებისა და სოფლების ცხოვრებას.

საზოგადოება, რომელშიც ყველა იამაყებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზეა დაბადებული და იქ ცხოვრება მოუნდება!

გაუმარჯოს თავისუფალ რუსეთს!

სადაც არ უნდა იყოთ - იბრძოლეთ ჩვენსავით, იბრძოლეთ ჩვენთან ერთად, იბრძოლეთ ჩვენზე უკეთ!

გავწმინდოთ ჩვენი სამშობლო სიბინძურისგან! გამარჯვება ჩვენი იქნება!", - აღნიშნულია მანიფესტში.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?19" data-telegram-post="rospartizan/965" data-width="100%"></script>