კრემლის კრიტიკოსი ფოტოჟურნალისტი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

კრემლის კრიტიკოსი რუსი ფოტოჟურნალისტი ვასილი კრესტიანინოვი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს.

ფოტოჟურნალისტი ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას აცხადებს, რომ უარი შემოსვლაზე მისი საქმიანობის გამო უთხრეს.

"რთულია ვარაუდი, რის გამო არ შემომიშვეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობასთან არის კავშირში, თან უკვე მეორედ მითხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე. ამ ყველაფერს კი ჩემს საქმიანობას ვუკავშირებ და განვიხილავ, როგორც პოლიტიკურ თვალთვალს ჩემთან მიმართებაში.

საქართველოში 11-თვიანი ცხოვრების დროს ვაორგანიზებდი და ვიღებდი მონაწილეობას აქციებში, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იყო, თუმცა მე არ ვერეოდი არასდროს ქართულ პოლიტიკაში. როცა აქციებს ვაწყობდით, სამართალდამცველები მოდიოდნენ და დოკუმენტებს გვთხოვდნენ, ფოტოებს უღებდნენ, როგორც ჩანს ამ დროის განმავლობაში ნელ-ნელა ინფორმაციას აგროვებდნენ ჩვენზე, რაღაც მომენტში კი აღარ შემოგვიშვეს", - აცხადებს ფოტოჟურნალისტი "ფორმულასთან".

ბოლო პერიოდში საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა რუსეთის პოლიტიკის არაერთ მოწინააღმდეგეს, მათ შორის ჟურნალისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და ბლოგერებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები