გიორგი გობრონიძე - ის, რაც დღეს ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, მოსალოდნელი იყო

"მართვადმა კრიზისმა" მართვადობა დაკარგა რუსეთისთვის,  აქედან გამომდინარე, ის, რაც დღეს ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, მოსალოდნელი იყო, - ამის შესახებ "ევროპის უნივერსიტეტის" პროფესორმა გიორგი გობრონიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ძნელი სათქმელია, რომ ახლა კონფლიქტის განახლების პროვოცირება რუსეთმა მოახდინა, რადგან თურქეთსა და აზერბაიჯანს საკმაო მოტოივაცია გააჩნია ამისთვის.  

"ჩვენ რასაც ვხედავთ,  რუსეთის შეირაღებული ძალები არის მძიმე მდგომარეობაში. რუსეთს უწევს მთელი რესურსებისა და ძალის უკრაინის ფრონტზე გადასროლა. რამდენადაც რუსეთის ყოფნა ყველა ე.წ. გავლენის სფეროში ეფუძვნებოდა მართვად კონფლიქტებს, ვხედავთ, რომ "მართვადმა კრიზისმა“ დაკარგა მართვადობა რუსეთისთვის. აქედან გამომდინარე, ის რაც დღეს ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე,  მოსალოდნელი იყო. 

რამდენად იყო რუსეთი ამის კატალიზატორი,  ამის თქმა რთულია და მტკიცებით ფორმაში ლაპარაკი არ იქნება სწორი, იმიტომ რომ აზერბაიჯანსაც და თურქეთსაც აქვს საკმარისი მოტივაცია იმისთვის, რასაც ახლა აკეთებენ“, - განაცხადა გობრონიძემ.  

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამხედრო დაპირისპირება კვლავ გრძელდება.

დანაკარგის შესახებ ინფორმაციას ორივე მხარე ავრცელებს, სომხეთის ინფორმაციით, დაღუპულია 49 ჯარისკაცი, აზერბაიჯანი კი აცხადებს, რომ შეტაკებებს 50 სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები