გიორგი გობრონიძე - ყველა თვალსაზრისით რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება შეიცავს რისკებს

ყველა გაგებით და ყველა თვალსაზრისით რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება შეიცავს რისკებს, რადგან ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს დღეს იმის რესურსი, რომ მართოს ამხელა მიგრაციული ნაკადი, - ამის შესახებ Front News-ს "ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორმა გიორგი გობრონიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, მეორე ნაკადი თვისობრივად განსხვავდება პირველი ნაკადისგან და მას განსხვავებული სოციალური და ეკონომიკური ეფექტი ექნება. 

"ყველა გაგებით და ყველა თვალსაზრისით რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება შეიცავს რისკებს, რადგან ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს დღეს იმის რესურსი, რომ მართოს ამხელა მიგრაციული ნაკადი. ეს არის საკმაოდ სერიოზული მიგრაციული ნაკადი, რომელსაც პირველი ნაკადისგან განსხვავებით ექნება აბსოლუტურად განსხვავებული სოციალური და ეკონომიკური ეფექტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ სერიოზული რისკის წინაშე დავდგებით“, - განაცხადა გიორგი გობრონიძემ.   

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა თუ რა მოტივით და მიზეზით შემოდიან ეს ადამიანები ქვეყანაში, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საქართველოს არ აქვს გაწერილი მიგრაციული პოლიტიკა.

"რა მოტივაციით შემოდიან ეს ადამიანები ქვეყანაში, ეს  არის შეიძლება ითქვას მეორე ხარისხოვანი, ომს გამოექცნენ, პუტინის მოწინააღმდეგეები არიან, ჩვენს მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გაუჩნდათ, თუ რა მოხდა, ეს არ არის პირველხარისხოვანი. ჩვენთვის პირველხარისხოვანია შემდეგი კითხვები - ვინ შემოდის? რა რაოდენობით შემოდიან? რა დროით აპირებენ დარჩენას და რას გააკეთებენ? 

ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს გაწერილი მიგრაციული პოლიტიკა, ხოლო საქართველოში ყოფნა რუსეთის მოქალაქეებისთვის არის ძალიან მარტივი, რომ მათ შეუძლიათ უვიზოდ პრაქტიკულად ერთი წლის განმავლობაში იყვნენ. თუ გადავხედავთ ნაკადებს, ვინც მოდის საქართველოში, ეს არის ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ყველაფრის გარეშე, ბარგის და სხვა საჭირო ნივთების გარეშე მოდიან.  ხშირ შემთხვევაში მათ წარმოდგენა არ აქვთ, რომ მოდიან სახელმწიფოში, რომლის ტერიტორიები რუსეთს აქვს ოკუპირებული და რომლის მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთმა ეთნიკური წმენდა განახორციელა“, - განაცხადა გიორგი გობრონიძემ. 

პროფესორის განცხადებით, მიგრანტთა დიდი რაოდენობით მიღება გამორიცხული არ არის, ქვეყნისათვის პრობლემად იქცეს.

"ეს საკითხი დროთა განმავლობაში, შესაძლოა,  ჩვენთვის აღმოჩნდნენ დამატებითი სოციალური ტვირთი და დაუკავშირდეს ეკონომიკურ გამოწვევებს. ადამიანი, რომელიც მოდის საარსებო სახსრების გარეშე და არ აქვს საცხოვრებელი, ჩვენ უკვე ვნახეთ ყაზახეთში, სადაც კინოთეატრის შენობაში შეიჭრნენ და იქ ათევენ ღამეს.  ჩვენ რა გარანტია გვაქვს, რომ აქ იგივე არ მოხდება?!  

ისინი მოდიან, რომ გაექცნენ მობილიზაციას ნებისმიერ ფასად. ამაში, შესაძლოა, ისიც იგულისხმებოდეს, რომ აქ დაამკვიდრონ ის ცხოვრების სტილი, რაც ჩვენთვის იქნება მიუღებელი. ისინი მოდიან ისეთი ქვეყნიდან,  სადაც ცხოვრების წესად არის ქცეული კორუფცია და კრიმინალი. პრობლემა ისაა, რომ ეს ხალხი არ გამოხატავს მზაობას, ამ ქვეყანას მოექცნენ პატივისცემით“, - განაცხადა გობრონიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები