"ძალიან უგუნური ნაბიჯია" - მედვედევი ისრაელს უკრაინის დახმარების გამო "აშინებს"

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემა ისრაელის მიერ გაანადგურებს ამ ქვეყნის ყველა ურთიერთობას რუსეთთან.

ამის შესახებ მედვედევი Telegram-ზე წერს.

"ისრაელი, როგორც ჩანს, აპირებს იარაღის მიწოდებას კიევის რეჟიმისთვის. ძალიან უგუნური ნაბიჯია. ის გაანადგურებს ყველა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას ჩვენს ქვეყნებს შორის", - აცხადებს მედვედევი.

მისი თქმით, თუ ისრაელი აპირებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, მაშინ ქვეყანამ "დროა, ბანდერა და შუხევიჩი გმირებად გამოაცხადოს“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები