გიორგი ვაშაძე - თუ ვინმეს რამე პირობები სჭირდება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, მზად ვარ მეც დავდგე გარანტად

თუ ვინმეს რამე პირობები სჭირდება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, მზად ვარ მეც დავდგე გარანტად, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, სირცხვილია, რომ ეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის განახლებასთან არის დაკავშირებული,  ციხეში კვდებოდეს. 

"ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყანა, სადაც ციხეში არ კლავენ პრეზიდენტებს ციხეში,  სადაც არ არიან პოლიტპატიმრები, სადაც წინ მივდივართ, ეკონომიკა ნამდვილად ვითარდება და არა ისე,  ბუტაფორიულად, როგორც ამას ღარიბაშვილი ამბობს, რომ სადღაც ვითარდება ეკონომიკა,  ხალხი კი ისევ მშიერი და ღარიბია.  

ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყანა, რომელიც იქნება ამბიციური სახელწიფო ევროკავშირის და ნატოს წევრი და არა მაჩანჩალა ქვეყანა, რომელიც არის რაღაც ტერიტორია,  რუსეთის სატელიტი,  არის ელიტა მდიდარი, ხალხი ღარიბი, საქართველოს მოქალაქეები მიდიან, რუსთის მის ადგილს იკავებენ... 
თუ ვინმე განასახიერებს და საქართველოში ამბიციურობის ელემენტს, რომ ამბიციური უნდა იყოს ეს ქვეყანა, ნამდვილად იყო მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდში. როგორც არ უნდა ედავებოდეს ბევრი ადამიანი იმ ბევრ საკითხზე, რომელიც იყო მისი მმართველობის დროს, ფაქტი ის არის, რომ დღეს სახელმწიფო რაც არის, ამ ადამიანის სახელს უკავშირდება. ბოლო 10 წლის მანძილზე, ფაქტობრივად, ქვა-ქვაზე არ დადებულა ამ ქვეყანაში. ჩვენ ამას თვალი უნდა გავუსწოროთ, ან ვართ ამბიციური ერი, რომელსაც სწამს საქართველოს იდეის, ან არა. აუცილებელი ნაბიჯი არის გადასადგმელი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, რომელიც განასახიერებს ყველა იმ გაკეთებულ საქმეს, რაც ამ ქვეყანაშია.  უბრალოდ სირცხვილია, რომ ეს ადამიანი ასეთ მძიმე მდგომარეობაშია. უნდა გავათავისუფლოთ, გავუშვათ, თუ ვინმეს რამე პირობები სჭირდება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, მზად ვარ მეც დავდგე გარანტად, რომ დროზე ეს საკითხი ამოვწუროთ. შემიძლია თავდებიც ვიყო, პასუხისმგებელიც ვიყო და ყველაფერი გავაკეთო ამ მიმართულებით, რომ სწრაფად დასრულდეს ეს საქმე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები