დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთი სათამაშო დღე, უკანასკნელ შეხვედრებში ერთმანეთს D ჯგუფის ბინადარო გუნდები დაუპირისპირდნენ. არგენტინამ პოლონეთი 2:0 დაამარცხა, მექსიკამ კი საუდის არაბეთთან 2:1 იმარჯვა, თუმცა ეს ფლეი-ოფში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
არგენტინის ნაკრები პირველი ადგილით გავიდა ჯგუფიდან, ხოლო თანაბარი ქულების მიუხედავად პოლონეთმა მექსიკას გატანილი-გაშვებული ბურთების სხვაობით აჯობა და შესაბამისად მუნდიალის 1/8 ფინალში ევროპელები ითამაშებენ.
ფლეი-ოფში არგენტინის მეტოქე ავსტრალია იქნება, პოლონეთის კი საფრანგეთი.
1 დეკემბერს ფეხბურთის გულშემატიკვარს ტრადიციულად ოთხი შეხვედრა ელოდება წინ:
F ჯგუფის შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება:
კანადა - მაროკო
ხორვატია - ბელგია
E ჯგუფის შეხვედრები თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება:
იაპონია - ესპანეთი
კოსტა-რიკა - გერმანია
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი