ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი გამოაცხადა

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი გამოაცხადა.

ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს უკრაინას სიკვდილისა და ნგრევის მოტანას, მიზანმიმართულად უმიზნებს სამოქალაქო მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ცდილობს, ზამთრის დადგომასთან ერთად ქვეყნის პარალიზება მოახდინოს.

ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, პაკეტი შეიცავს შემდეგ ძირითად შეზღუდვებს:

დაემატა სანქცირებული პირების სია, რომელშიც დამატებით შევიდა 200-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი. მათ შორისაა რუსეთის შეიარაღებული ძალები, ასევე ცალკეული ოფიცრები და თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოები, სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს წევრები, მინისტრები, გუბერნატორები, პოლიტიკური პარტიები და ა.შ. 

დაწესდა სანქციები კიდევ სამი რუსული ბანკის მიმართ, მათ შორის რუსეთის რეგიონული განვითარების ბანკის ტრანზაქციების სრული აკრძალვა;

შემოღებულია ექსპორტის ახალი კონტროლი და შეზღუდვები, კერძოდ, ორმაგი დანიშნულების საქონელზე. ეს არის ძირითადი ქიმიკატები, ნერვული აგენტები, ელექტრონიკა და IT კომპონენტები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს რუსეთის სამხედრო მანქანამ;

იბლოკება რუსეთის წვდომა ნებისმიერ თვითმფრინავზე და უპილოტო საფრენ აპარატზე. ანუ აიკრძალება თვითმფრინავების ძრავების პირდაპირი ექსპორტი რუსეთში და ექსპორტი ნებისმიერ მესამე ქვეყანაში, როგორიცაა ირანი, რომელსაც შეუძლია დრონების მიწოდება რუსეთში;

დაწესდა აკრძალვა ევროპულ ტელეარხებზე ოთხი დამატებითი ტელეარხის და რუსული პროპაგანდის გავრცელების ყველა სხვა პლატფორმის მაუწყებლობაზე;

შემოღებულია შემდგომი ეკონომიკური ზომები რუსეთის ენერგეტიკისა და სამთო სექტორების წინააღმდეგ, მათ შორის, რუსეთში სამთო მრეწველობის ახალი ინვესტიციების აკრძალვა.

"რუსეთის ომის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ვაიძულებთ რუსეთს გადაიხადოს მისი სისასტიკისთვის. ჩვენ ვართ ერთიანები და მტკიცეები", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები