ალექსანდრე ბარამიძე - შექების და მხარდაჭერის ნაცვლად სახელმწიფო ცდილობს, გამოძებნოს რაღაც კანონის ნორმები, რომ როგორმე დასაჯოს ქართველი მებრძოლები

"ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უკრაინაში მებრძოლი  ქართველების მიმართ შეიძლება ამოქმედდეს კანონის ნორმა, რომლის თანახმად, საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში შესვლა შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი. 

რას გვეუბნება კანონი და რამდენად შესაძლებელია მისი გამოყენება უკრაინაში მებრძოლი ქართველების მიმართ? - ამის შესახებ Front News-ს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, სამართლის ექსპერტი ალექსანდრე ბარამიძე ესაუბრა. 

- კანონთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს სამართლიანობის ფაქტორი და მორალის მოთხოვნები. არ შეიძლება კანონის ნორმა გამოყენებული იყოს ისე, რომ ამით დაირღვეს გარკვეული მორალური კრიტერიუმები. კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეობის შესახებ, რასაკვირველია, ითვალისწინებს დებულებას, რომლის თანახმად, საქართველოს კომპეტენტური ორგანოების თანხმობის გარეშე თუ პირი შევა უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში, პოლიციაში, უშიშროების სამსახურში, ასეთ შემთხვევაში, მან შეიძლება დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა. 

კანონის უკან ყოველთვის მისი მიზანი და დანიშნულებაა გასარკვევი, რას ემსახურება კანონის ნორმა და რა ვითარებაში  უნდა იყოს ის გამოყენებული. ჩემი აზრით, კანონის ეს ნორმა შეიძლება გამოყენებული იყოს მშვიდობიანობის ვითარებაში, როდესაც ომი და რაიმე საგანგებო ვითარება  არ არის.  ასეთ დროს კანონი ცდილობს,  რომ შეზღუდოს საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხო ქვეყნის სამსახურში  შესვლა, რაც განპირობებულია იმით, რომ საქართველოს მოქალაქე საჭიროების შემთხვევაში, თავის ქვეყნის თავდაცვას ემსახურებოდეს. მაგრამ არსებობს ვითარებები, როგორიც ახლა არის უკრაინაში, სადაც ჩვეულებრივი ვითარება არ არის.  უკრაინა არის ფართომასშტაბიანი ომის ობიექტი, მის ქალაქებს,  სამოქალაქო ინფრასტრუქტურას აგრესორი ქვეყანა ყოველდღიურად ბომბავს, იღუპებიან ადამიანები. უკრაინა რასაკვირველია, ყოველმხრივ ცდილობს დაიცვას თავი, მათ შორის თავისი მოქალაქეების მობილიზებით. ასეთ ვითარებაში აუკრძალო საქართველოს მოქალაქეს, რომ დადგეს სამართლიანობის მხარდასაჭერად უკრაინელი ხალხის გვერდით, არის ყოველგვარ მორალს და სამართლიანობას მოკლებული. ადგილი აქვს კანონის ნორმის უხეშად,  მისი დანიშნულებისა და ამოცანების გარეშე გამოყენებას იმისთვის, რომ დასაჯონ საქართველოს მოქალაქეები იმისთვის, რასაც წესით, ნებისმიერი მორალური ადამიანი უნდა მიესალმებოდეს. ეს ხალხი თავს სწირავს, თავის სიცოცხლეს სწირავს ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის. ამისთვის ისინი შექებას და მხარდაჭერას იმსახურებენ სახელმწიფოს მხრიდან, ამის ნაცვლად სახელმწიფო ახლა ცდილობს გამოძებნოს რაღაც კანონის ნორმები, რომ როგორმე დასაჯოს ისინი. 

- თუ ყოფილა შემთხვევა,  ეს კანონი გამოეყენებინათ აქამდე, თუნდაც იმ ადამიანების მიმართ, ვინც ახლო აღმოსავლეთში მიდიან და მონაწილეობას იღებენ საომარ მოქმედებებში?  

- ეს ორი სხვადასხვა კონტექსტი და განსხვავებული რამეა. ისინი ვინც ტერორისტულ ორგანიზაციებში  გასაწევრიანებლად  და ტერორისტული მიზნებისთვის საბრძოლველად მიდიან,  მათ მიმართ სისხლის სამართლის კოდექსი გამოიყენება შესაბამისი მუხლებით, რომლებიც ტერორიზმს ეხება. ახლო აღმოსავლეთში ტერორისტულ ორგანიზაციებსა და უკანონო ფორმირებებში მონაწილეობასა და ამ შემთხვევას, როდესაც  საუბარია უკრაინელი ხალხის სამართლიან ომში მონაწილეობაზე,  ერთმანეთთის გვერდით არ დავაყენებ. 

ასეთ სამართლიან ომში,  როგორიც უკრაინელი ხალხის ბრძოლაა, მონაწილეობა ადამიანს აუკრძალო და მის მიმართ რაღაც სანქციები გამოიყენო, ეს იგივეა, ადამიანს უთხრა, რომ ხედავს ქუჩაში ერთი კაცი მეორეს თავს დაესხა, მსხვერპლს არ გამოექომაგოს და არ მიიღოს ზომები თავდამსხმელის გასანეიტრალებლად. იგივე სიტუაციაა, ამიტომ ვამბობ, კანონის ნორმა უნდა გამოიყენო სამართლიანობისთვის, ამას მოკლებული კანონი არის მძიმე რეპრესიული იარაღი. 

- რამდენად არის მოსალოდნელი რომ ამ კანონის გამოყენება მართლაც მოხდეს  უკრაინაში მეობრძოლი ქართველების მიმართ?

- მოქალაქეობის საკითხებზე, მათ შორის, მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზეც, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება პრეზიდენტს ეკუთვნის. საინტერესოა,  რა პოზიცია ექნება ამაზე ქალბატონ პრეზიდენტს.  წესით,  მან  ანგარიში უნდა გაუწიოს იმ გარემოებას, რომ  უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრებისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა მას მოუწევს და არა რომელიღაც მდინარაძეს.

ამასთან, მოქალაქეობის ჩამორთმევა კონსტიტუციით არის აკრძალული და ზემოაღნიშნული ნორმის არადანიშნულებისამებრ გამოყენება არაკონსტიტუციურიც იქნება.

- რას ამბობს ასეთ შემთხვევაში  საერთაშორისო სამართალი? 

- არსებობს გაერო-ს კონვენციები მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შესამცირებლად. გაერო-ს 1961 წლის კონვენციაა, რომელიც ავალდებულებს მხარე სახელმწიფოებს, რომ მიიღონ ზომები, რომ კი არ გაზარდონ მოქალაქეობის არმქონე ადამიანთა რიცხვი, პირიქით, შეამცირონ. როდესაც იმუქრება „ქართული ოცნება“, რომ წაართმევს ამ ადამიანებს მოქალაქეობას,  და ალბათ, ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეები არიან მხოლოდ, გამოდის რომ მათ ტოვებს მოქალაქეობის გარეშე. ცხადია, ეს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებითაც უკანონოა. 

ირინა მაკარიძე

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები