გიგი კალანდაძე - გავლენას ახდენდა სამარცხვინო ვეტერანთა დეპარტამენტი, რომ არ მომხდარიყო სამხედრო ვეტერანების ჩამოსვლა

გავლენას ახდენდა სამარცხვინო ვეტერანთა დეპარტამენტი, რომ არ მომხდარიყო  სამხედრო ვეტერანების ჩამოსვლა, -  ამის შესახებ  საქართველოს გენშტაბის ყოფილმა უფროსმა გიგი კალანდაძემ უკრაინიდან ჩართვისას განაცხადა. 

მისი თქმით, ამ ხელისუფლების განცხადებები არ უკვირს,  რადგან 2012 წლიდან ის ზუსტად ამ პოლიტიკას ატარებს, დაკავებული ჰყავს მებრძოლები, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მედია მენეჯერი ნიკა გვარამია. 

"ამ ხელისუფლებისგან ასეთი განცხადებები  არ უნდა გვიკვირდეს. მათ მოაგვარეს ყველა პრობლემა, რომელიც შეიძლება მოეგვარებინათ ფულით, მაგრამ  ვერ მოაგვარეს პრობლემები იმ ხალხთან, ვინც იდეოლოგიურად არის  ისეთ განწყობაზე, როგორიც უნდა იყოს საერთოდ საზოგადოებაში. ისინი წარმოადგენენ ყველაზე მაგარ ხალხს, რომლებიც იბრძოდნენ და იბრძვიან წინა ხალხზე უკრაინაში. 

ამ ხნის განმავლობაში,  ეს რვა წელია და განსაკუთრებით,  ბოლო 9 თვეა ეტყობოდა,  როგორი წინააღმდეგობა იყო ქართული ოცნების მხრიდან, რამხელა გავლენას ახდენდა სამარცხვინო „ვეტერანთა დეპარტამენტი“, რომ არ მომხდარიყო სამხედრო ვეტერანების ჩამოსვლა. დღეს სამარცხვინოა ჩვენი უმოქმედობა. დღეს სამარცხვინო არის დღევანდელი ხელისუფლება. დღეს სამარცხვინოა,  რომ ჩვენი მესამე პრეზიდენტი იხდის სასჯელს, რომელიც შეუთითხნეს, ასევე ტელეკომპანია "მთავარი არხის" ხელმძღვანელი გვარამია.  

2012 წლიდან მათ დააკავეს გმირი სამხედროები, შამათავა და სხვები, რომლებიც ახლაც იმყოფებიან ციხეში. მე არ მიკვირს მათი, ისინი არიან რუსეთის ინტერესების გამტარი ვასალები“, - განაცხადა გიგი კალანდაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები