ბაჩო დოლიძე - ამდენი მონტაჟი თუ შეეძლოთ, დღეს ერთი კომპიუტერი მიეტანათ კლინიკაში და პროცესი წარმართულიყო

გავეცანით "იუსტიციის სამკერვალოს“ მიერ გავრცელებულ კადრებს, ამდენი მონტაჟი თუ შეეძლოთ, დღეს ერთი კომპიუტერი  მიეტანათ კლინიკაში და პროცესი წარმართულიყო, - ასე ეხმიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე პენიტენციური დაწესებულების მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელების ფაქტს. 

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს ეშინია მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენის.  

"გავეცანით "იუსტიციის სამკერვალოს“ მიერ გავრცელებულ კადრებს, როგორც ჩანს, თუ რამეს აკეთებს იუსტიციის სამინისტრო, ჭრის და კერავს კადრებს, რომ შექმნას განწყობა, რომ თითქოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გადასარევად გრძნობს თავს. ამდენი მონტაჟი თუ შეეძლოთ, დღეს ერთი კომპიუტერი  მიეტანათ,  შეერთებინათ და პროცესი წარმართულიყო. 

12 დეკემბერია, როდესაც კადრში ჩანს, რომ ყავარჯნით გადაადგილდება პრეზიდენტი და 9 დეკემბერს პროცესზე არ მოიყვანეს, რომ გადადგილება არ შეიძლებაო. მათთვის პრობლემას წარმოადგენს, რომ დაგვანახონ, რა მდგომარეობაშია მესამე პრეზიდენტი“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები