კიევის ოლქში ჩამოვარდნილ ვერტმფრენში უკრაინის შს მინისტრი და მისი მოადგილე იმყოფებოდნენ

ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის დროს ბორტზე შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე ევგენი იენინი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას ეროვნული პოლიციის უფროსი იგორ კლიმენკოც ადასტურებს.

"დღეს დილით, 18 იანვარს, ბროვარში ჩამოვარდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა შსს-ს ხელმძღვანელობა: მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე და სახელმწიფო მდივანი", - წერს კლიმენკო Facebook-ზე. 

მისი თქმით, ამ დროისთვის სულ 16 დაღუპულის შესახებაა ცნობილი, მათ შორის 2 ბავშვია, მათგან 9 დაღუპიული ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა.

"საავადმყოფოში 22 დაზარალებულია, მათგან 10 ბავშვია. ადგილზე ყველა შესაბამისი და სპეციალიზებული სამსახური მუშაობს. შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობს", - აღნიშნა კლიმენკომ.

მსგავსი სიახლეები