ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული დენის მონასტირსკი ხარკოვში მიემგზავრებოდა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, რომელიც დღეს ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპა, ხარკოვში მიემგზავრებოდა.

ამის შესახებ ხარკოვის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი დეპარტამენტის უფროსმა ვოლოდიმირ ტიმოშკომ განაცხადა.

"დღეს უნდა შევხვედროდი, მენახა არა მხოლოდ ლიდერები, არამედ მეგობრები, რომლებსაც პატივს ვცემდი და ველოდებოდი. 

გუშინ, დღეს ველაპარაკე ყველას, ვინც ბორტზე იყო, ველაპარაკე და წავედი შესახვედრად. სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, უბრალოდ დაჯერება შეუძლებელია! უდიდესი დანაკლისი! არიან ადამიანები, რომლებიც წასვლის შემდეგ სიცარიელეს ტოვებენ. ნათესავებო, მეგობრებო, გაუძელით! მათ სწორედ ეს ენდომებოდათ", - წერს ტიმოშკო.

კიევის ოლქში დღეს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შს მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სხვა მაღალჩინოსნები დაიღუპნენ. ბორტზე სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა. ვერტმფრენი საბავშვო ბაღის სიახლოვეს ჩამოვარდა, მომხდარის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან. ბოლო ინფორმაციით, ტრაგედიას სულ 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

პრეზიდენტმა ზელენსკიმ პოლიციას და უსაფრთხოების სამსახურს მომხდარის ყველა გარემოების გამოძიება დაავალა. გამოძიება ვერტმფრენის ჩამოვარდნის ყველა ვერსიაზე მუშაობს.

მსგავსი სიახლეები