მონასტირსკის ნაცვლად უკრაინის შსს-ს კლიმენკო უხელმძღვანელებს

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი იგორ კლიმენკო დანიშნა. ის დროებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას შეასრულებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, უმაღლეს რადასთან განხილვის შემდეგ იქნება წინადადება უწყების ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი რგოლია, ამიტომ არის საჭირო პროტოკოლები, რათა ყველა პროცესი იყოს მართვადი", - აღნიშნა შმიგალმა.

პროცედურების მიხედვით, მთავრობა დროებით მოვალეობის შემსრულებლად ნიშნავს მინისტრის მოადგილეს.

გარდაცვლილ დენის მონასტირსკის ჰყავდა ხუთი მოადგილე: ბოგდან დრაპიატი, მერი აკოფიანი, სერგეი გონჩაროვი, ეკატერინა პავლიჩენკო და იგორ ბონდარენკო, თუმცა მთავრობამ გადაწყვიტა იგორ კლიმენკო დაენიშნა შს მინისტრის მოადგილედ და ამის შემდეგ მას უწყების უფროსის მოვალეობები დაეკისრა.

იგორ კლიმენკო უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსია, არის პოლიციის მესამე რანგის გენერალი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. უკრაინის ეროვნული პოლიციის კლიმენკო 2019 წლიდან ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები