უკრაინაში ავიაკატასტროფის შედეგად 16 ადამიანი, მათ შორის შსს-ს ხელმძღვანელობა დაიღუპა

კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არიან უკრაინის შს მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე და შსს-ს კიდევ ერთი მაღალჩინოსანი.

"დღეს დილით, ბროვარში ჩამოვარდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა შსს-ს ხელმძღვანელობა: მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე და სახელმწიფო მდივანი", - განაცხადა ეროვნული პოლიციის უფროსმა იგორ კლიმენკომ.

მისივე თქმით, 16 დაღუპულის შესახებ, მათ შორის ორი ბავშვია. დაღუპულთაგან 9 ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა.

"საავადმყოფოში 22 დაშავებულია, მათგან 10 ბავშვია. ადგილზე ყველა შესაბამისი და სპეციალიზებული სამსახური მუშაობს. შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობს", - აღნიშნა პოლიციის უფროსმა.

ვერტმფრენი ბროვარში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე დღეს დილით ჩამოვარდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ადგილზე ხანძარი გაჩნდა. 

მსგავსი სიახლეები