ნატო აცხადებს, რომ რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირებისთვის მზად არის

ნატო მზად არის რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირებისთვის, რადგან აგრესორი ქვეყნის სტრატეგიული მიზნები უკრაინის საზღვრებს სცდება, - ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა.

ადმირალის თქმით, რუსეთი ძველ საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ცდილობს, პირველი წელი არ არის, როცა ის იარაღით მიდის რომელიმე ქვეყანაში და ამიტომ ნატო მზად უნდა იყოს.

"ახლა ჩვენ ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომელიც არის რუსეთი. ის მოდის ჩვენთან მოწვევის გარეშე ნებისმიერ მომენტში. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ მზადყოფნაში. ჩვენ არ გვაქვს დრო, რომ მერე მოვემზადოთ, რადგან მათზეა დამოკიდებული, როდის მოვლენ", - განაცხადა ბაუერმა.

მისივე თქმით, ნატო მზად არის რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირებისთვის, თუმცა ალიანსი ხელახლა უნდა გადაიარაღდეს, ამისთვის კი "სამშვიდობო პერიოდში სამხედრო ეკონომიკის“ შემოღება იქნებოდა მიზანშეწონილი.

ამავე დროს, ბაუერმა განმარტა, რომ მას არ სჯერა ბირთვული ომის, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "გიჟი არ არის".

"ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინი არ არის გიჟი და ეს კარგი ამბავია. მას აქვს იდეები, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენს იდეებს, მაგრამ ის არ არის გიჟი. ასე რომ, ის მაინც რაციონალური ადამიანია", - განაცხადა ადმირალმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები